მე ეხლა ვიცი ვახსოვარ არვის
შენ პატარებზე გეჭიროს თვალი
ჩემი ამბავი ჯანდაბას იქით...
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მარად ფარავდეს ჩემს შვილებს. ამინ!
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო...
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელების გახდე ძიებად ,
გძულდეს და მაგრამ მაინც გიყვარდეს,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მაგრამ ყველაფერს გულშივე ვმალავთ'
გულიდან ცივად დაღვრილ წყაროებს
ღამე ცრემლები აღარ გვასვენებს
და ცხელ ნაკადად მოწანწკარებენ.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა, ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ...
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაგრამ მაინც გიყვარდეს,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება...



