Monday, 22 April 2013

სასწავლო პროექტი თემაზე - სინათლე



  1. პროექტის სახელწოდება: სინათლე და მისი გავრცელების თავისებურებანი.
  2. პროექტის მთავარი იდეა: გაეცნონ მოსწავლეები სინათლის არსს. მის თვისებებს და წარმოდგენა ქონდეთ იმაზე თუ როგორ ხდება პრაქტიკულად სინათლის თვისებების გამოყენება 
  3. პროექტის აქტუალობა: სინათლის არსი, სინათლის მნიშვნელობა მხედველობასთან მიმართებაში .
  4. პროექტის მიზანი: გაეცნონ მოსწავლეები სინათლის სწორხაზოვან გავრცელებას, სინათლის სხივის არეკვლის და გარდატეხის უნარს და თვისებებს, ჩრდილს და მისი წარმოქმნის მექანიზმს აგრეთვე წარმოდგენა შეექმნათ თეთრი სინათლის მრავალფეროვან სპექტრზე.
  5. მოსწავლეთა ასაკი:    9-10 წლის
  6. ვადები და ხანგრძლივობა: 3 კვირა
  7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები საკითხების გარშემო გაერთიანდებიან ჯგუფებში და მასწავლებლის მითითებებით მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, შექმნიან პლაკატებს, პრეზენტაციისათვის მოიძიებენ ვიდეო მასალას,აგრეთვე წარმოადგენენ მუყაოს ქაღალდისაგან წინასწარ დამზადებულ ზღაპრის პერსონაჟებს რათა წარმოადგინონ ჩრდილების თამაშის სახით სცენაზე, ჩაატარებენ სათანადო ცდებს.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ქაღალდები, მუყაოს ქაღალდები, ინტერნეტიდან ვიდეომასალები, მარკერები, ცდის ჩასატარებლად საჭირო ხელსაწყოები.
  9. 9პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და შეადგენენ სამუშაო გეგმას საკითხების მიხედვით, მოიძიებენ ინფორმაციას ლიტერატურასა და ინტერნეტში,შეადგენენ პლაკატების დიზაინს, გაინაწილებენ ჯგუფებში ფუნქციებს, შექმნიან სცენარს ზღაპრების პერსონაჟების მიხედვით და დაამზადებენ სათანადო თოჯინებს მუყაოსაგან, ორგანიზაციას გაუწევენ პროექტის შიდა სასკოლო პრეზენტაციას. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება ფიზიკასთან, ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან. მოსწავლე შეძლებს აღწეროს სინათლის არეკვლის თავისებურებანი, გაერკვეს სინათლის გავრცელების სიჩქარეში, დაადგინოს ექოლოკაციის მნიშვნელობა ზოგიერთი ცხოველის არსებობისათვის, შეძლოს ცდების ჩატარება სინათლის სხივის არეკვლასა და გარედატეხაზე, 
  11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ნოზაძე
  12.  ხელმძღვანელის ელ:ფოსტა: :manonoza3@gmail.com










 ვიდეომასალა  ჩრდილზე





No comments:

Post a Comment